პრეზიდენტი: არჩევნები არ შედგა, სერიოზულად გაყალბდა - შევდივართ ღრმა კრიზისში

23.12.24 19:19
პრეზიდენტი: არჩევნები არ შედგა, სერიოზულად გაყალბდა - შევდივართ ღრმა კრიზისში

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ლეგიტიმურობას არ ანიჭებს და აცხადებს, რომ არჩევნები სერიოზულად გაყალბდა. 

ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი მოქალაქეებს, რომლებიც "ქართული ოცნების" მხარდამჭერები არიან, ქვეყნის ღალატში ადანაშაულებს და ამბობს, რომ სწორედ მათ უნდა ატარონ მძიმე ტვირთი ცხოვრების ბოლომდე. 

"შევდივართ ღრმა კრიზისში" - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

დღეს ყველაფერი მარტივად არის. არჩევნები არ შედგა. რადგანაც არ შედგა არჩევნები, გაყალბდა და სერიოზულად გაყალბდა, რაც კარგად ვიცით. ვინც აყალბებდა, იმათმაც დაინახეს. არამხოლოდ იმ ადამიანებმა დაინახეს, რომლებიც ქუჩაში აპროტესტებენ, არამედ მმართველი პარტიის მხარდამჭერებმაც კარგად იციან, რომ გააყალბეს და ეს ტვირთი უნდა იტვირთონ ცხოვრების ბოლომდე. როდესაც შენ ქვეყანას ღალატობ, ეს ძალიან დიდი ტვირთია. როდესაც ქვეყანაში ნდობა აღარ არის ამ არჩევნების შედეგის, ყველაფერი დანარჩენი რაც დემოკრატიულ სისტემაში მოყვება არჩევნებს, აღარ არის დამაჯერებელი, ლეგიტიმური და კონსტიტუციური. შევდივართ ღრმა კრიზისში", - ამბობს პრეზიდენტი. 

მსგავსი სიახლეები