მეორე ეტაპია არჩევნებამდე მისვლა რეჟიმის ჩამოშლით - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ხელახალი არჩევნების დანიშვნაზე თანხმობის არარსებობის შემთხვევაში საზოგადოებას მეორე ეტაპს სთავაზობს.
ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის შეფასებით, მეორე და უმთავრესი ნაბიჯია, რომ ქართველი ერი ახალ არჩევნებამდე რეჟიმის ჩამოშლით მივიდეს.
''რეჟიმის ჩამოშლაში, რომელიც თავისით იშლება, არავის ხელი არ არის, არც ომის პარტიის, არც ღომის პარტიის, ეს არის თქვენი ხელი, ვინც ხართ ძალაუფლებაში''- განაცხადა პრეზიდენტმა.
მივალთ არჩევნებამდე ამ რეჟიმის ჩამოშლით. სხვა გზა არ არის უკვე იშლება ეს რეჟიმი და ეტყობა, რომ ყოველდღიურად ახალი სეგმენტების, საზოგადოების, ახალი ბიზნესები, სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები უერთდებიან პროტესტს. არა ისინი, ვინც დღეს მივიდნენ კობახიძესთან, მთელი დანარჩენი ჯარი ქართული ბიზნესის, რომელსაც არა აქვს დიდი კავშირები რუსეთთან. წუხს, ძალიან ღელავს და ხედავს საითკენ მიდი ქვეყანა და ჩვენი ფინანსური სტაბილურობა, იმ სიტუაციაში, როცა სანქციები უკვე დაწესებულია, როცა ეროვნული ბანი არ იშლის და აგრძელებს სრულიად გაუგონარ პოლიტიკას.
რეჟიმის ჩამოშლა ეს არის ის ალტერნატივა ან დიალოგი, კომპრომისი, დათმობა ყველაფერი არ იქნება, როგორც თვლის ''ოცნება'' საჭირო არის აღიარება რაღაცების, მაგრამ საჭირო არის კომპრომისი თუ არა ეს არის რეჟიმის ჩამოშლა, რომელიც თავისით იშლება აქ არავის ხელი არ არის, არც ომის პარტიის, არც ღომის პარტიის არავის ხელი არ არის, არის თქვენი ხელი, ვინც ხართ ძალაუფლებაში, იმიტომ რომ დროზე ვერ მოხვედით გონზე და ვერ დაინახეთ, როგორ უნდა მოეპყროთ ამ ქვეყანა და როგორ უნდა შეინარჩუნოთ ნდობა თქვენს მიმართ'', - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.