ერთმანეთში ვიმსჯელეთ, როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები - ნაცვლიშვილი
ოპოზიციური სპექტრის საგანგებო აუდიენცია დასრულდა - როგორც შეხვედრიდან გამოსულმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, მხარეებმა იმის შესახებ იმსჯელეს, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ხელახალი არჩევნების დასანიშნად.
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა თავისუფალ და სამართლიან გარემოში ქვეყნის ბედი გადაწყვიტონ.
დიდი ხანია ძალიან მკაფიოდ გვაქვს გაცხადებული, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის სალომე ზურაბიშვილი და ეს ფაქტი არ შეიცვლება მანამ, სანამ არ ჩატარდება ახალი სამართლიანი არჩევნები, რომლის შედეგადაც არჩეული იქნება ახალი ლეგიტიმური პარლამენტი და ლეგიტიმური პარლამენტის პირობებში არ ჩატარდება ახალი საპარლამენტო არჩევნები. მანამდე ყველა ვითარებაში ზურაბიშვილი დარჩება ამ ქვეყნის ლეგიტიმურ პრეზიდენტად. შევიკრიბეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ შეგვეჯერებინა პოზიციები, როგორ მივდივართ ახალ არჩევნებთან, როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, რომ მან მისცეს შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებს, რომ თავისუფალ და სამართლიან გარემოში გადაწყვიტონ ამ ქვეყნის ბედი", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
ცნობისთვის, დღეს, 23 დეკემბერს, თბილისში ოპოზიციის საგანგებო შეხვედრა გაიმართა. პროდასავლური პარტიების ლიდერები გაერთიანებულ საინფორმაციო ცენტრში შეიკრიბნენ და ათონელის საპრეზიდენტო სასახლეში მისვლამდე კონსულტაციები გამართეს.