ვაშაძე: ვიმსჯელეთ, როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები - გამზადებული დოკუმენტით ხვალ პრეზიდენტთან მივალთ

23.12.24 20:32
ვაშაძე: ვიმსჯელეთ, როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები - გამზადებული დოკუმენტით ხვალ პრეზიდენტთან მივალთ

ოპოზიციურ სპექტრს შორის გამართული აუდიენციის დასრულების შემდეგ, "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მედიასთან განაცხადა, რომ მხარეებმა იმის შესახებ იმსჯელებს, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. 

გიორგი ვაშაძის თქმით, ხელისუფლების ოპონენტებს დოკუმენტი უკვე მზად აქვთ და ხვალ, 24 დეკემბერს, პრეზიდენტს შეხვდებიან და ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალთან კონსულტაციებს გაივლიან. 

ჩვენ გვქონდა საკმაოდ პროდუქტიული, კარგი სამუშაო შეხვედრა, სადაც შევთანხმდით, რომ გარდა იმისა, რომ ახალი არჩევები უნდა ჩატარდეს, როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, ანუ, რა საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი. ხვალისთვის ჩვენ ამ გამზადებული დოკუმენტით მივალთ პრეზიდენტთან. მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის, რომ სამართალდამცავი, ანუ, ძალოვნების კონტროლი არ უნდა ჰქონდეს თვითმარქვია რეჟიმს იმისთვის, რომ კვლავ არ შეძლოს სპეცოპერაციის ჩატარება, რომელსაც არჩევნები ჰქვია", - ამბობს გიორგი ვაშაძე.

ცნობისთვის, დღეს, 23 დეკემბერს, თბილისში ოპოზიციის საგანგებო შეხვედრა გაიმართა. პროდასავლური პარტიების ლიდერები გაერთიანებულ საინფორმაციო ცენტრში შეიკრიბნენ და ათონელის საპრეზიდენტო სასახლეში მისვლამდე კონსულტაციები გამართეს.  

მსგავსი სიახლეები