ბიზნესის შეხვედრა კობახიძესთან - "ოცნების" წევრმა ახალი არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა მოისმინა

23.12.24 20:47
ბიზნესის შეხვედრა კობახიძესთან - "ოცნების" წევრმა ახალი არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა მოისმინა

ქვეყნის მსხვილი ბიზნესს, რომელიც აღარ ერიდება თქმას, რომ კრიზისიდან გამოსავალი ახალი არჩევნებია და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი ბიზნეს მძიმე დღეში აგდებს, ირაკლი კობახიძე შეხვდა. 

4 საათის განმავლობაში, დახურულ კარს მიღმა, კობახიძემ მოისმინა ახალი არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნაც. ბიზნესი, რომელიც არ მორიდებია ქუჩაში გამოსულ ხალთან ერთად დგომას, ადასტურებს, რომ პრემიერს შეხვედრაზე ყველაფერი პირდაპირ უთხრეს. 

შეხვედრიდან ბიზნესმენებმა ერთმანეთისგან განსხვავებული პასუხები გამოიტანეს. აეროპორტების გაერთიანების გენერალური მენეჯერი ამბობს, რომ კობახიძემ პირობა დადო, რომ პატიმრები ახალ წლამდე გათავისუფლდებიან.  

კრიზისს დღეს ქვეყანაში აღიარებს ყველა, მაგალითად თეგეტა ჰოლდინგის დირექტორიც, რომელიც მრავალმილიონიან ტენდერებს იგებს, თუმცა მაინც არ ერიდება, რეალობას თვალი გაუსწოროს.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები