რინკევიჩი: მხარს ვუჭერ პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის დაწყებას - ზურაბიშვილის მიმართ მუქარა მიუღებელია

23.12.24 20:59
რინკევიჩი: მხარს ვუჭერ პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის დაწყებას - ზურაბიშვილის მიმართ მუქარა მიუღებელია

ლატვიის პრეზიდენტსა და საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა - როგორც ედგარს რინკევიჩი იტყობინება, იგი მხარს უჭერს პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის დაწყებას.

"პრეზიდენტის მიმართ გამოხატული მუქარა მიუღებელია" - წერს ედგარს რინკევიჩი პლატფორმა X-ზე.

მქონდა სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. მე მხარს ვუჭერ წინადადებას პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის დაწყების შესახებ, რაც საქართველოს ევროპულ გზაზე დაბრუნებასა და კრიზისი მოგვარებას უზრუნველყოფს. პრეზიდენტის მიმართ გამოხატული მუქარა მიუღებელია", - წერს ლატვიის პრეზიდენტი.

ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტს ემუქრება. არალეგიტიმური პრემიერი აცხადებს, რომ თუ ზურაბიშვილი რეზიდენციაში გამაგრდება, ეს სისხლის სამართლის დანაშაული იქნება.

"ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ," -  თქვა კობახიძემ. 

მსგავსი სიახლეები