"ოცნების" ბოლო იმედი ჩაქრა - ტრამპის ადმინისტრაცია ივანიშვილის გუნდისთვის ხსნა აღარ არის

23.12.24 21:19
"ოცნების" ბოლო იმედი ჩაქრა - ტრამპის ადმინისტრაცია ივანიშვილის გუნდისთვის ხსნა აღარ არის

ივანიშვილის პარტიის იმედები უიმედობამ მას შემდეგ შეცვალა, რაც ტრამპის გამარჯვებასთან ერთად, ურთიერთობების გადატვირთვის იმედი, პრაქტიკულად, გაქრა. რამდენიმეთვიანი პროპაგანდა, რომ "ქართული ოცნების" საერთაშორისო იზოლაცია ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ დასრულდება, მმართველ პარტიას თავზე ჩამოენგრა. 

"ოცნებამ" საკუთარი თავის და ამომრჩევლის მოტყუება მას შემდეგ შეწყვიტა, რაც მაიკ ვოლცის ინტერვიუმ ყველაფერს ნათელი მოჰფინა. დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა დაადასტურა, რომ ბაიდენის გუნდის ყველა გადაწყვეტილება ტრამპის მთავრობასთან არის შეთანხმებული. ანუ, ასანქცირებს ბაიდენი, ასანქცირებს ტრამპი და 20 იანვრიდან ივანიშვილის გუნდისთვის არაფერი შეიცვლება.

მას შემდეგ, რაც ტრამპი მმართველობას სრულად გადაიბარებს, ივანიშვილის თვითაღიარებული გუნდისთვის უფრო დიდი განსაცდელი დგება. მეგობარი აქტის კანონპროექტს ტრამპის რესპუბლიკური პარტია კონგრესში ხელახლა დააინიცირებს. აქტი, რომელიც ივანიშვილის გუნდის ყოვლისმომცველ დასანქცირებას მოითხოვს, უკვე ამერიკის მმართველი პარტიის მიერ იქნება ინიცირებული და დამტკიცებული.

ჯო უილსონი, რომელიც მომავალი ადმინისტრაციის პირობებში სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტს უხელმძღვანელებს, ივანიშვილის სანქცირების მომხრეა, ამას ითხოვენ დემოკრატებიც.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები