საგანგებოდ მიგზავნილი ხალხი და სიგნალის ჩამხშობი აპარატურა - დივერსია პრეზიდენტის წინააღმდეგ

23.12.24 21:26
საგანგებოდ მიგზავნილი ხალხი და სიგნალის ჩამხშობი აპარატურა - დივერსია პრეზიდენტის წინააღმდეგ

პრეზიდენტის სიტყვა, რომლის მოსმენა  ორი დღის განმავლობაში ასი ათასობით ადამიანი ელოდა, სალომე ზურაბიშვილმა ვერ დაასრულა. ხელისუფლების სპეცოპერაციის წყალობით, გახმოვანების სისტემა რუსთაველზე გაითიშა.

ბაია პატარაია, რომელიც პრეზიდენტის გვერდით იდგა, ყვება, რომ გენერატორიდან, რომელიც დინამიკებს დენით უზრუნველყოფდა, კაბელები გამოგლეჯილი იყო. მაღალი ალბათობით, პრეზიდენტის გამოსვლის ჩასაშლელად დივერსია "ქართულმა ოცნებამ" დაგეგმა. 

ივანიშვილს ყველაზე მეტად ხალხის ეშინია. უწყვეტი პროტესტის 25-ე დღეს თბილისის ქუჩებში ყველაზე მეტი მოქალაქე გამოვიდა. ახალი არჩევნების და პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით, ქუჩაში იმდენი ადამიანი იდგა, რომ საჰაერო გადაღების კამერის ობიექტივშიც კი არ ჩანდა, პრეზიდენტის მოსასმენად მისული ხალხის ბოლო.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები