"ხელისუფლების ლეგიტიმურობის მიმართ ქართველი ხალხის ნდობის აღდგენა მხოლოდ ახალ არჩევნებს შეუძლია" - ტვინინგი

23.12.24 21:03
"ხელისუფლების ლეგიტიმურობის მიმართ ქართველი ხალხის ნდობის აღდგენა მხოლოდ ახალ არჩევნებს შეუძლია" - ტვინინგი

"ხელისუფლების ლეგიტიმურობის მიმართ ქართველი ხალხის ნდობის აღდგენა მხოლოდ ახალ არჩევნებს შეუძლია" - ამის შესახებ "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) პრეზიდენტი, დენიელ ტვინინგი წერს.

ტვინინგი საქართველოში, 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ქვეყნის მიერ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში "სამწუხარო თავს" უწოდებს.

საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები მოქალაქეების თვალში სარწმუნო არ ყოფილა და ქვეყნის მიერ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში სამწუხარო თავს აღნიშნავს. ხელისუფლების ლეგიტიმურობის მიმართ ქართველი ხალხის ნდობის აღდგენა მხოლოდ ახალ არჩევნებს შეუძლია“, - წერს დენიელ ტვინინგი.

საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს - ანგარიშის მიხედვით, არჩევნების მიმდინარეობისას დაფიქსირდა ფართომასშტაბიანი და სისტემური პოლიტიკური დაშინება და იძულება, განსაკუთრებით,  ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.

IRI-ის მისიის დასკვნით, "საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო ფუნდამენტურად ნაკლოვანი. სამართლებრივი ჩარჩო და პროცესის მარეგულირებელი ნორმები, ხელს უშლიდა ჯანსაღ საარჩევნო კონკურენციას. ხდებოდა მმართველი ხელისუფლების მიერ საჯარო რესურსების ბოროტად გამოყენება, სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება, ოპოზიციური პარტიებისთვის დაბრკოლებების შექმნა, ამომრჩეველთა სისტემატური დაშინება. ასევე, აღინიშნებოდა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის ნაკლებობა". 

მსგავსი სიახლეები