"ევროპული საქართველო" ტელეკომპანია „იმედს“ სასამართლოში უჩივის
"ევროპული საქართველო" ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს.
დავის დაწყების მიზეზი ტელეკომპანის გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც ოპოზიციურ პარტიას საარჩევნო ვიდეოს გაშვებაზე უარი ეთქვა. პარტიაში ამბობენ, რომ ტელეკომპანიის ეს გადაწყვეტილება ანტიკონსტიტუციურია.
სამწუხაროდ, ტელეკომპანია "იმედმა" უარი გვითხრა ჩვენი ვიდეორგოლის განთავსებაზე წინასაარჩევნოდ და სრულიად უსაფუძვლოდ დაასახელა მიზეზი, რომ ჩვენი ვიდეორგოლი თურმე შეიცავდა სიძულვილის ენას. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ "იმედს" ვუჩივლოთ და საჩივარი შევიტანოთ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში", - თქვა "ევროპული საქართველოს" წევრმა, გიორგი ნონიაშვილმა.