"არჩევნები თავზე დაგვახიეს, რაც ეუთოს დასკვნაშიც წერია" - ცისკარიშვილი

23.12.24 22:54
"არჩევნები თავზე დაგვახიეს, რაც ეუთოს დასკვნაშიც წერია" - ცისკარიშვილი

"არჩევნები თავზე დაგვახიეს, რაც ეუთოს დასკვნაშიც წერია" - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, გაყალბებული არჩევნების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ საკუთარი განცხადებით მომავალ თაობებს ევროპული მომავალი მოუსპო. 

არჩევნები თავზე გადაგვახიეს, რაც ეუთოს დასკვნაშიც წერია. ამ ეუთოს დასკვნის იმედი ჰქონდათ. არის ხმების ფარულობის დარღვევა, მოსყიდვა, შანტაჟი, დაშინება, გაყალბება ყველაფერი არის. ახლა რაღას იტყვის ეს ნაძირალა ლავროვი. კობახიძემ მოუსპო ჩვენს მომავალ თაობებს ევროპული მომავალი'', - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.

ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ის მძიმე დარღვევებია ასახული, რომელიც დამკვირვებლებმა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ დააფიქსირეს. 

დასკვნაში საუბარია ხმის ფარულობის დარღვევაზე და ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ. მძიმე დარღვევის ფონზე, ეუთო რამდენიმე მიმართულებით წერ , რომ ეს არჩევნები ეუთო/ოდირის გაცემული რეკომენდაციებით და სტანდარტებით არ ჩატარებულია.

რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობას და შედეგების აღიარებას, ეუთო წერს, რომ ეს არ არის მისი მანდატი.

მსგავსი სიახლეები