ქვეყანას ერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი ჰყავს და მას სალომე ზურაბიშვილი ჰქვია - გეგელია
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია მმართველ პარტიას "ბანდფორმირებად" აცხადებს და "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო გადატრიალების მოწყობაში ადანაშაულებს.
"ივანიშვილის გუნდმა რამდენიმე ასეულ ძალოვანზე დამყარებული ჰიბრიდული რეჟიმი მოგვცა, რომელიც ხალხს მომავალს, სახელმწიფოს და პერსპექტივას ართმევს" - ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და იქვე აღნიშნავს, რომ ქვეყანას "ერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი ყავს და მას სალომე ზურაბიშვილი ჰქვია".
გრიგოლ გეგელია "ტვ პირველის" ეთერში "ქართული ოცნების" დასმულ პრეზიდენტ ყაველაშვილს "ხეპრეს" უწოდებს და ამბობს, რომ ივანიშვილის რეჟიმი შიშზე დგას.
ახალი არჩევნები სრულიად გარდაუვალია. სხვა ალტერნატივა არ არსებობს. "ქართულმა ოცნებამ", ამ ბანდფორმირებამ საკონსტიტუციო გადატრიალება მოაწყო და რამდენიმე ასეულ ძალოვანზე დამყარებული ჰიბრიდული რეჟიმი მოგვცა, რომელიც ართმევს ხალხს მომავალს, სახელმწიფოს და პერსპექტივას. ქმედუუნარო დაწესებულებაა. ამ შენობაში ქმედუნარიანი პოლიტიკური პროცესი ვერ ხდება. ის, რომ აქ 89 თვითმარქვია დეპუტატია შეკრებილი ნიშნავს იმას, რომ ამ პარლამენტს არ აქვს ძალა, გააკეთოს ისეთი რაღაცები, რაც სახელმწიფოს გამართულ ფუნქციონირებას სჭირდება", - ამბობს გრიგოლ გეგელია.