"როგორ არ გრცხვენიათ, როგორ იძინებთ" - სოფო ჯაფარიძე "ოცნებას"

23.12.24 23:23
"როგორ არ გრცხვენიათ, როგორ იძინებთ" - სოფო ჯაფარიძე "ოცნებას"

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, სოფო ჯაფარიძე "ტვ პირველის" ეთერიდან "ქართულ ოცნებას" მიმართავს.

"როგორ არ გრცხვენიათ, როგორ იძინებთ" - ეუბნება მიხეილ სააკაშვილის სპეციალური წარმომადგენელი ივანიშვილის გუნდს.

სოფო ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ქართველი ერის პროტესტი უშედეგოდ არ ჩაივლის.

დიდი ბედნიერება არის. ყოველდღიურად ახალი და ახალი ადამიანი უერთდება ამ პროტესტს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეხება პრეზიდენტის როლს, ეს არის უმნიშვნელოვანესი. გუშინ ნახეთ რა ხდებოდა, გადაჭედილი იყო მთელი რუსთაველი. იმის მიუხედავად, რომ ხმა მოიპარეს, სცენა მოიპარეს. ყველაფრის მიუხედავად გუშინდელი დღე შედგა. 29-მდე ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები განვითარდება, მთავარი არის ერთი, აუცილებლად ჩაინიშნება ხელახალი არჩევნები. ხალხი არ გაჩერდება, მთელი საზოგადოება არ გაჩერდება. საქართველო დგას გარეთ, კიდევ გაიზრდება საპროტესტო ტალღა.

რამდენიმე საათის წინ დიდი შეხვედრა გვქონდა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან. ის ადამიანებიც კი, რომელიც არასოდეს არ გამოსულან გარეთ, დღეს აქ დგანან და აპროტესტებენ ამ გაუკუღმართებულ რეჟიმს. ამ ადამიანების ადგილი არის უპირობოდ რუსეთში. მინდა მივმართო ამ სამარცხვინო ხელისუფლებას, როგორ არ გრცხვენიათ, როგორ იძინებთ", - ამბობს სოფო ჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები