დუდა: ზურაბიშვილს ჩემი ურყევი მხარდაჭერა დავუდასტურე - არსებული კრიზისიდან გამოსავალი ახალი არჩევნებია
პოლონეთის პრეზიდენტსა და საქართველოს უმღლეს მთავარსარდალს შორის სატელეფონო საუბარი შედგა - როგორც ანდჟეი დუდა სოციალურ ქსელში წერს, კოლეგებმა საქართველოში არსებულ ვითარება განიხილეს.
"კიდევ ერთხელ დავუდასტურე ქალბატონ პრეზიდენტს ჩემი ურყევი მხარდაჭერა" - აღნიშნავს დუდა და მიიჩნევს, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა ხელახალი არჩევნებია.
საქართველოში არსებულ ვითარებაზე პრეზიდენტ ზურაბიშვილს ვესაუბრე.
კიდევ ერთხელ დავუდასტურე ქალბატონ პრეზიდენტს ჩემი ურყევი მხარდაჭერა მისი ლიდერობისა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი.
მათ ერთიანი ევროპისკენ სვლის ხელშეუვალი უფლება აქვთ. ახალი არჩევნები ეუთოს რეკომენდაციების შესაბამისად არის გამოსავალი არსებული კრიზისიდან", - წერს დუდა.