სამცხე-ჯავახეთში ოპოზიციის კანდიდატებს სუს-ი არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმას აიძულებს

07.09.21 11:16
სამცხე-ჯავახეთში ოპოზიციის კანდიდატებს სუს-ი არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმას აიძულებს

სამცხე-ჯავახეთში ოპოზიციის კანდიდატებს სუს-ი არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმას აიძულებს. ახალქალაქსა და ნინოწმინდაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებს შესაძლოა, საერთოდ გამოეთიშოს. დასახელებული კანდიდატები საარჩევნო კამპანიას ერთი-მეორეს მიყოლებით ეთიშებიან. ვის დაშანტაჟებასაც სუს-ი ვერ ახერხებს, იუსტიციის სამინისტრო მოქალაქეობის ჩამორთმევით ემუქრება.

ნინოწმინდის მერობის კანდიდატი, ავო ბედოიანი, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს, აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეობის წართმევით ემუქრებიან. 

დამირეკეს და მითხრეს, რომ მოქალაქეობას მართმევდნენ, არგუმენტი ჩემთვის უცნობია. თუ ჩემი მოქალაქეობის ნაწილში კითხვები ჰქონდა იუსტიციის სამინისტროს, მაშინ თავდაპირველად არ უნდა დავერეგისტრირებინე და თუ დამარეგისტრირეს, ე.ი. პრობლემა არ არსებობდა და ახლა, როცა უკვე მიხვდნენ, რომ სერიოზული შანსები მაქვს, გადაწყვიტეს ამის გაკეთება, - ამბობს ბედოიანი. 

ადგილზე ვითარების შესასწავლად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გია ბარამიძე ჩავიდა.