ქართველ ხალხს რუსეთის ძალაუფლების ქვეშ ადრეც უცხოვრიათ, მათ ამის გამეორება აღარ სურთ - კურტისი
"ქართველ ხალხს რუსეთის ძალაუფლების ქვეშ ადრეც უცხოვრიათ. მათ ამის გამეორება აღარ სურთ" - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ჯონ კურტისი სოციალურ ქსელში წერს.
ჯონ კურტისი ქართველ ხალხს, რომელიც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ითხოვს, მხარდაჭერას უცხადებს.
ქართველ ხალხს რუსეთის ძალაუფლების ქვეშ ადრეც უცხოვრიათ. მათ ამის გამეორება აღარ სურთ. მე მხარს ვუჭერ ქართველ ხალხს, რომელიც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ითხოვს“, - წერს ჯონ კურტისი.