"კატასტროფა "ქართული ოცნებისთვის"! - ჰელანდი IRI-ის ანგარიშს აფასებს

24.12.24 10:04
"კატასტროფა "ქართული ოცნებისთვის"! - ჰელანდი IRI-ის ანგარიშს აფასებს

"კატასტროფა "ქართული ოცნებისთვის"! -  ევროპული სამეზობლო საბჭოს (ENC) მრჩეველი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე მომზადებულ დასკვნას. 

ტერე ჰელანდი X-ზე წერს, რომ გაყალბებამ, დაშინებამ და სახელმწიფო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებამ არჩევნები არც თავისუფალი და არც სამართლიანი გახადა:

"კატასტროფა "ქართული ოცნებისთვის"! საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) გამოავლინა, რომ საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნები იყო ფუნდამენტურად ნაკლოვანი. გაყალბებამ, დაშინებამ და სახელმწიფო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებამ არჩევნები არც თავისუფალი და არც სამართლიანი გახადა. მოდით გავარკვიოთ როგორ განვითარდა ეს თაღლითობა..." - წერს ის. 

საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს - ანგარიშის მიხედვით "არჩევნები იყო ფუნდამენტურად ნაკლოვანი... დაფიქსირდა ფართომასშტაბიანი და სისტემური პოლიტიკური დაშინება და იძულება. 

მსგავსი სიახლეები