მურუსიძის გასასამართლებელი, პუტინის მიერ დევნილი პრეზიდენტი მე არ მყავს - თაკო ჩარკვიანი
პარტია "კანონი და სამართალის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი, საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლას ეხმიანება და ამბობს, რომ მურუსიძის გასასამართლებელი და პუტინის მიერ დევნილი პრეზიდენტი მას არ ჰყავს.
მან თავის შესაძლებლობები მასშტაბური თვალსაზრისით იცის და ის ენერგეტიკა და ეს გამოცდილება ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს რუსეთ-საქართველოს ომია, გენოციდი, ქვეყანა იღუპება კოვიდით, მშიერი, გატყავებული, გაუბედურებული, გაძარცვული ბიუჯეტით და მას სურს, რომ ჩამოვიდეს. მურუსიძის გასასამართლებელი , პუტინის მიერ დევნილი პრეზიდენტი მე არ მყავს, - ამბობს თაკო ჩარკვიანი.
მიხეილ სააკაშვილმა გუშინ წინასაარჩევნოდ საქართველოში ჩამოსვლა დააანონსა.