ივანიშვილს არანაირი გამოსავალი არ ექნება, გარდა იმისა, რომ ძალიან სწრაფად დანიშნოს ახალი არჩევნები - სამადაშვილი
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურების განცხადებების და საერთაშორისო სამადაკვირვებლო ორგანიზაციების უმწვავესი დასკვნების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილს სხვა გამოსავალი არ ექნება, გარდა ერთისა, რომ სასწრაფოდ დანიშნოს ახალი არჩევნები.
ჩვენ ვნახეთ, რომ უკვე დაიწყო კასკადი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურების განცხადებების, რომ სასწრაფოდ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. ჩვენ ვნახეთ, რომ გუშინ მსოფლიოს ერთ-ერთმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა თქვა, რომ ეს არჩევნები კონკურენტუნარიანიც კი არ იყო, გარდა იმისა, რომ არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. ამიტომ, ამ პირობებში, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩაცემენტება ხდება არაღიარების პოლიტიკის. არანაირი გამოსავალი ბიძინა ივანიშვილს არ ექნება, გარდა იმისა, რომ დანიშნოს ძალიან სწრაფად ახალი არჩევნები", - აცხადებს სალომე სამადაშვილი.
საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს - ანგარიშის მიხედვით, "არჩევნები იყო ფუნდამენტურად ნაკლოვანი... დაფიქსირდა ფართომასშტაბიანი და სისტემური პოლიტიკური დაშინება და იძულება.