"ოცნების" დეპუტატი ამტკიცებს, რომ "სალომე ზურაბიშვილი ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს"

24.12.24 13:35
"ოცნების" დეპუტატი ამტკიცებს, რომ "სალომე ზურაბიშვილი ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს"

თბილისის საკრებულოში ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლია საკრებულოს სხდომაზე დღეს პრეზიდენტის ლანძღვით იყო დაკავებული. გრიგოლია ამტკიცებდა, რომ სალომე ზურაბიშვილი ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს და მისი ქმედებები ქვეყნის დაზიანებისკენ არის მიმართული.  

მე დღეს განვიხილავ ჩვენი ქვეყნის მთავარ საფრთხედ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და მიმაჩნია, რომ ის პროცესი, რასაც ის დღეს უძღვება, არის მხოლოდ ქვეყნის დაზიანებაზე და ქვეყნის კონფლიქტში ჩართვაზე ორიენტირებული. ქალბატონი პრეზიდენტი დღეს დადის ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და სთხოვს ქვეყნის დასანქცირებას, მიღწეული შედეგების გაუქმებას და ზოგადად, ქვეყნის აბსოლუტურად დაზიანებას, - ამბობს თბილისის საკრებულოში ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლია.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომას პროდასავლური ოპოზიცია არ ესწრება. ყველა მათგანმა დღეს განცხადება გაავრცელა და თქვეს, რომ მოძალადე და რუსეთუმე არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან სალაპარაკო არაფერი აქვთ და ბრძოლას რუსთაველის გამზირზე განაგრძობენ.   

მსგავსი სიახლეები