მიხეილ სააკაშვილს გამბედაობა არ ჰქონდა და არც ამჯერად ეყოფა - გურამ მაჭარაშვილი
"ქართული ოცნების" წევრი, გურამ მაჭარაშვილი, ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსასვლელად გამბედაობა არ ეყოფა.
მიხეილ სააკაშვილს გამბედაობა არ ჰქონდა და არც ამჯერად ეყოფა, რომ საქართველოში ჩამოვიდეს. არ დაგვავიწყდეს, რომ ის არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, ყოფილი საქართველოს პრეზიდენტი გახლავთ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ლამობს უკვე 8 წელია საქართველოში ჩამოსვლას და ვფიქრობ, რომ ვერც ამჯერად ამას ვერ გააკეთებს, - ამბობს მაჭარაშვილი.
მიხეილ სააკაშვილმა გუშინ წინასაარჩევნოდ საქართველოში ჩამოსვლა დააანონსა.