პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში და სამოქმედო გეგმა - პრეზიდენტთან ოპოზიციის და მესამე სექტორის წარმომადგენლები მივიდნენ

24.12.24 17:20
პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში და სამოქმედო გეგმა - პრეზიდენტთან ოპოზიციის და მესამე სექტორის წარმომადგენლები მივიდნენ

პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრი ორბელიანის სასახლეა, სადაც ამ წუთებში პოლიტიკური პარტიების ლიდერები, არასამთავრობო სექტორის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იკრიბებიან. გაფართოებულ შეხვედრაზე სალომე ზურბიშვილთან განხილვის მთავარი საკითხი ქვეყანაში მიმდინარე პოროტესტი და სამოქმედო გეგმა იქნება.

"საქართველოსთვის" წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ დღის წესრიგში ორი მოთხოვნა რჩება: პატიმრების უპირობოდ გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა. 

დღევანდელი შეხვედრა და ზოგადად, ეს პროცესი უკავშირდება იმას, და რაშიც მე ვფიქრობ, არანაირი განსხვავება არ არის მოსაზრებებში, ეს არის კიდევ ერთხელ დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლება და გათავისუფლება უპირობოდ, მათ შორის იმ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს, იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში, უბრალოდ გამოშვება არ არის საკმარისი და მეორე, ჩვენ უნდა მივაღწიოთ, ეს იქნება გამოხატული ნება „ქართული ოცნების“ და მოვა კონსულტაციაზე თუ იქნება მათი იძულება რაღაც პერიოდის მერე, არჩევნები უნდა ჩატარდეს. ეს არჩევნები უნდა აკმაყოფილდეს, როგორც მინიმუმ, საბაზისო სტანდარტებს დემოკრატიული არჩევნების. ამაზე მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, თუ როგორ იყოს გაფორმებული, როგორ ჩამოყალიბდეს სისტემა, რომ არა მხოლოდ დანიშვნა მოხდეს „ქართული ოცნების“ მიერ არჩევნების, არამედ უზრუნველყოფილი იქნას იმ ინსტიტუტების განეიტრალება, რომელიც ამაში არიან ჩართულები და ახდენენ არჩევნების მოპარვას, - ამბობს "პირველებთან" საუბარში გახარიას გუნდის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი. 

მსგავსი სიახლეები