ხაზარაძე: პრეზიდენტთან შეხვედრა ემსახურება იმას, რომ ძალიან მშვიდად და სწრაფად მივაღწიოთ ახალ არჩევნებს საქართველოში

24.12.24 17:42
ხაზარაძე: პრეზიდენტთან შეხვედრა ემსახურება იმას, რომ  ძალიან მშვიდად და სწრაფად მივაღწიოთ ახალ არჩევნებს საქართველოში

ეს შეხვედრა ემსახურება იმას, რომ ჩვენ ძალიან მშვიდად და სწრაფად მივაღწიოთ ახალ არჩევნებს საქართველოში, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პრეზიდენტთან შეხვედრამდე განაცხადა.

მისი თქმით,  ქვეყანაში ერთადერთი ლეგიტიმური პირი საქართველოს პრეზიდენტია.

სათქმელი იგივეა - ქვეყანაში გვყავს ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფალი, ეს არის საქართველოს პრეზიდენტი.  მოთხოვნა არის იგივე: ეს არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ყველა დაკავებული პოლიტპატიმრის, ნაწამები ადამიანების  სასწრაფოდ გამოშვება გამოშვება. 

თქვენ იცით, რომ უკვე მიმდინარეობს საერთაშორისო გამოძიება და ის ფაქტი, რომ ჩვენი მომიტინგეები არიან ნაწამები, არათუ დაპატიმრებული და დასახიჩრებული, ნაწამები არიან. ეს უკვე საერთაშორისო დონეზეა დამტკიცებული, ამიტომ მოვუწოდებთ არალეგიტიმურ მთავრობას, რომ სასწრაფოდ გამოუშვან ჩვენი ახალგაზრდები გარეთ, - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

 

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ეს არის კიდევ ერთი შეხვედრა იმისთვის, რომ ძალიან მშვიდად და წყნარად მივაღწიოთ საზოგადოებასთან, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, რომელიც მხარს უჭერს ამ პროტესტს და არ აღიარებს საქართველოში ჩატარებულ მოპარულ არჩევნებს, რომელიც  მოიპარა რუსულმა ხელისუფლებამ და იმ ხალხთან ერთად, ვინც დღეს აპროტესტებს ტყუილს ამ ქვეყანაში, სპეცოპერაციას, სწორედ ეს შეხვედრები ემსახურება იმას, რომ ჩვენ ძალიან მშვიდად და წყნარად მივაღწიოთ ახალ არჩევნებს საქართველოში 

მსგავსი სიახლეები