სასტიკი ძალადობა დემონსტრანტებზე - ექსკლუზიური ინტერვიუ HRW-ის წარმომადგენელთან
პირველი ინტერვიუ გავლენიანი ორგანიზაციის წამორმომადგენელთან, რომელმაც ოლიგარქის რეჟიმის მიერ ხალხის დარბევას და ცემას პირდაპირ წამების კვალიფიკაცია მისცა.
Human Rights Watch-ის წარმომადგენელი გიორგი გოგია პირდაპირ ამბობს, რომ ნოემბრის სისხლიან დღეებში პოლიციის ძალადობის, წამების და არადამიანურ მოპყრობას პირდაპირი ფაქტები სისტემურ დანაშაულს ადასტურებს.
მსოფლიოში ცნობილი ორგანიზაციის წარმომადგენელი ყველა სტანდარტის დარღვევად აფასებს აქციების დაშლის ოპერაციასაც, როდესაც პოლიცია შეკრებილების წინააღმდეგ სრულიად არაპროპორციულ ძალას იყენებდა, ქუჩაში გამოყვანილი სპეცრაზმი კი ყოველგვარი მაინდენტიფცირებელი ნიშნების გარეშე ხალხს ჩიხებში დასდევდა, წრეში აქცევდა და აწამებდა.
გიორგი გოგია დარღვევად აფასებს იმ ფაქტსაც, რომ დარბევების დროს ძალოვანების წარმომადგენლებს არათუ სახე არ უჩანდა, არამედ სავალდებულო სამკერდე ნომრებიც არ ჰქონდათ.
როდესაც საუბარია ადამიანების ძალადობრივ დაკავებაზე, ცემაზე, დაკავების შემდგომ ცემაზე, წამებაზე, არ არსებობს არანაირი სამართლებრივი ფორმა, რომელიც დასაშვებად ცნობს მას. არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ავალდებულს სახელმწიფოებს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება სავალდებულო ძალის გამოყენება, დაფარული უნდა იყოს სახე, აუცილებლად უნდა დარსებობდეს რაიმე სახის სამკერდე ნიშანი ან ნომერი, რომელიც ძალიდ გადამეტების შემთხვევაში შესაძლებელს გახდის პასუხისმგებელი პირის დადგენას.
სამწუხაროდ, ეს საქართველოს შემთხვევაში და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებში ძალიან რთულად წარმოსადგენია, როგორ შეიძლება, დადგეს კონკრეტული, ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, მაგრამ ამ შემთხვევაში, უმნიშვნელოვანესია, დადგეს ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობა, მათ ვინც გასცეს ბრძანება, ვისი ვალდებულებაც იყო, რომ გამოეძია თითოეული ასეთი ძალის გამოყენება, - ამბობს გიორგი გოგია.
HRW: დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის ქმედებას სადამსჯელო ხასიათი ჰქონდა