56% ფიქრობს, რომ თანამდებობის ბოროტად გამოყენება გავრცელებული, ან ძალიან გავრცელებულია - TI
"საერთაშორისო გამჭირვალობის" კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა (51%) ფიქრობს, რომ თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიებისთვის უპირატესობის მინიჭება სახელმწიფო შესყიდვების პროცესში გავრცელებული, ან ძალიან გავრცელებულია.
კვლევის შედეგების მიხედვით:
- გამოკითხულთა 56% ფიქრობს, რომ გავრცელებული, ან ძალიან გავრცელებულია თანამდებობის პირების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება
- 46% აზრით, არ ხდება კორუფციის შემთხვევების სათანადოდ გამოძიება მაშინ, როდესაც საქმე მაღალი თანამდებობის პირებს ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ გავლენიან ადამიანებს ეხება
- 34% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ხელისუფლება, როგორც წესი, ხელს აფარებს კორუფციაში ჩართულ პირებს
- კვლევის ფარგლებში ჩვენ ასევე დავსვით კითხვები სხვადასხვა ინსტიტუციის მიმართ ნდობის შესახებ:
- ყველაზე მეტი ნდობით (63%) ეკლესია და რელიგიური ორგანიზაციები სარგებლობენ. გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ასევე ენდობა მასწავლებლებსა (61%) და ექიმებს (54%). შედარებით მაღალი ნდობით სარგებლობს პოლიცია (43%) და ადგილობრივი ხელისუფლება (39%).
- ყველაზე დიდი უნდობლობა დაიმსახურეს საქართველოს პარლამენტმა (42%), ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (41%) და საქართველოს პრეზიდენტმა (40%).
საზოგადოებრივი აზრის სატელეფონო გამოკითხვა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დაკვეთით "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა" (CRRC) 2021 წლის 9-დან 18 ივლისამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 228 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება 2.67% პუნქტია.