"ოცნება" ახალ სკანდალშია - კალაძემ კადიროვის საძმოს წევრს უმასპინძლა

24.12.24 21:01
"ოცნება" ახალ სკანდალშია - კალაძემ კადიროვის საძმოს წევრს უმასპინძლა

 

კახა კალაძემ თავად დაადასტურა, რომ თბილისში ჩამოსული კადიროველები მისი მეგობრები არიან. დღეს დედაქალაქის მერმა აღიარა, რომ პუტინისტებთან კავშირში პრობლემას ვერ ხედავს.

ხამზატ ჩიმაევი, ემემეი-ს მებრძოლი, კადიროვს უფროს ძმას უწოდებს. ჩნდება მასთან ერთად ქორწილებში, ღონისძიებებზე. ჩიმაევი კადიროვის და მისი შვილების სპარინგ პარტნიორიცაა და ამის დამადასტურებელი არაერთი ვიდეო არსებობს. ჩიმაევი ისრაელში ჰამასის ომის შემდეგ პალესტინაში ბრძოლისთვის ემზადებოდა ტერორისტული დაჯგუფების მხარეს.

კალაძე ადასტურებს, რომ კადიროველებს პირადად მანსპინძლობდა და დაანონსა, რომ ჩეჩნეთიდან სხვა სტუმრებას ელოდებიან.

რა მისიით ჩამოვიდა საქართველოში ჩიმაევი? კალაძის გარდა ის შეხვდა "ოცნების" არალეგიტიმური პარლამენტის წევრ გენო პეტრიაშვილს, ასევე "ოცნების" კარის ბიზნესმენ ნოშრევან ნამორაძეს. ასევე შეხვდა ცოტნე ივანიშვილის მწვრთნელ ალიმ ნაბიებს. ეს შეხვედრები მკვლევარებისთვის დემონსტრირებაა, რომ ივანიშვილის რეჟიმმა კარი კრემლს საბოლოოდ გაუხსნა და მზადაა, ნებისმიერი დიალოგისთვის, ქვეყანა კი, ფაქტობრივად, კადიროველების და კრიმინალების სათარეშოდ აქცია.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები