ნახევრად ცარიელ დარბაზში წაკითხული მოხსენება - კალაძეს ოპოზიციამ დემარში გამოუცხადა
კახა კალაძის წლიურ ანგარიშს დღეს ოპოზიციიდან არავინ უსმენდა. პოლიტიკურმა პარტიებმა დედაქალაქის სანქცირებულ მერს ბოიკოტი გამოუცხადეს და ძალადობის წამხალისებელთან კითხვების დასმა არ ისურვეს. 2025 წლის ბიუჯეეტზე კალაძე მხოლოდ მის თანამოაზრეებთან ერთად საუბრობდა. ოპოზიცია ფიქრობს, კალაძე პრორუსული რეჟიმის ყველაზე სამარცხვინო სახეა და მასთან ერთად ერთ დაბარბაზში ჯდომა დიდ სირცხვილად ითვლება.
თბილისის საკრებულოს სხდომაზე დღეს "ქართული ოცნების" დეპუტატები აღარც კი მალავდნენ მათ ანტიდასავლურ განწყობებს. დასავლეთის ლანძღვით თავს დასავლეთის მაგინებელ მერს აწონებდნენ.
დღეს საკრებულოს სხდომაზე მერის მოსასმენად შეიკრიბნენ, მაგრამ თბილისზე ყველაზე ნაკლები ილაპარაკეს. არჩეულ დეპუტატების მარათონი ჰქონდათ, ვინ უფრო კარგად გალანძღვდა დემოკრატიის მცველებს.
ვრცლად ნახეთ
___თარ გრიგოლია, გურამი__
ქუჩაში გამოსული ხალხის პროტესტი კახი კალაძისთვის არაფერია! ლანძღვას ყველს ვინც უკვე 28 დღეა რუსთაველის გამზირზე დგას. მერი რომელის პარტიმაც თბილისში გაყალბების მიხუედვად არჩევნები წააგო ისევ შეთქმულების თეორიებზე ლაპარაკობს.