"კორუმპირებული თოჯინების მმართველი" - ივანიშვილის ხელისუფლებას სანქციებს ტრამპის ადმინისტრაციაც უანონსებს
კორუმპირებული მარიონეტების ოსტატი - ასე მოიხსენებს ბიძინა იავნიშვილს ამერიკის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გავლენაინი თანაგუნდელი. რესპუბლიკელმა სენატორმა მაიკ მაკკოლმა ამერიკის პრეზიდენტის გუნდს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მოსთხოვა. მაკკოლი წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელია და ტრამპის გუნდში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია. ვიდრე ტრამპი ბაიდენისგან მმართველობას გადაიბარებს, რესპუბლიკელები ბაიდენს ოლიგარქის წინააღმდეგ გაფართოებული სანქციების დაწესებას ითხოვს.
მეგობარი აქტის ავტორი ჯო უილსონი, კონგრესმენი მაკფოლი, სენატორი უიკერი, სენატორი ჯონ კურტისი, სენატორი ჯიმ რიში - ეს სულ მცირე ჩამონათვალია მხოლოდ ტრამპის გუნდის წევრებიდან, ვინც ოლიგარქის და მისი გუნდის დასანქცირებას ითხოვს. ივანიშვილის, კალაძის და კობახისთვის სანქციების დაწესება როჯერ უიკერმა კონგრესის უმაღლესი ტრიბუნიდან მოითხოვაა და თქვა, რომ დასაკარგი დრო აღარ არის.
ეს განცხადებები ადასტურებს, რა იქნება დონალდ ტრამპის ადმნისტრაციის პოლიტიკა 20 იანვრის შემდეგ. გამოდის, რომ ტრამპი "ოცნებისთვის" ხსნა აღარ იქნება. სახელისუფლებო გუნდში იმედი უიმედობამ შეცვალა. დღეს ტრამპის ადმინისტრაციასთან დალაგების იმედი აღარც "ოცნებას" აქვს.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.