"არჩევნები ფუნდამენტური დარღვევებით ჩატარდა" - სადამკვირვებლო მისიები უმძიმეს დასკვნებს აქვეყნებენ

24.12.24 20:47
"არჩევნები ფუნდამენტური დარღვევებით ჩატარდა" - სადამკვირვებლო მისიები უმძიმეს დასკვნებს აქვეყნებენ

 

საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. ორგანიზაცია, რომელიც "ოცნებამ" დასაკვირვებლად მოიწვია და რეკომენდაციების შესრულების ვალდებულებაც აიღო, ანგარიშს აქვეყნებს და წერს, რომ ლეგიტიმურობა ეჭვქვეშაა რამდენიმე ფუნდამენტური უფლების დარღვევის გამო. 23 გვერდიან დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ არჩევნებზე ყველა პრობლემამ თავი ერთად მოიყარა: დამაშინებელი გარემო, ამომრჩეველზე ზეწოლა, ინსტიტუტების პოლარიზება, ფარულობის დარღვევა და ანტიდემოკრატიული კანონები. 

ანგარიშში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლები წერენ, რომ არჩევნების მიმართ ნდობა შეამცირა საარჩევნო უბნებთან მობილიზებულმა ჯგუფებმა, რომლებიც ამომრჩეველთა ნებას აკონტროლებდნენ. ხმების მოსყიდვის მოწმე ასამბლეის დამკვირვებელი ჯგუფიც გახდა. ანგარიშში წერია, რომ, სავარაუდოდ, "ოცნების" დაქირავებული პირები თავს დამკვირვებელთა ჯგუფს დაესხნენ. შემთხვევა კახეთში მოხდა. 

საქართველოს, როგორც ევროსაბჭოს წევრ ქვეყანას, საპარლამენტო ასამბლეა პრობლემების სასწრაფოდ გამოსწორებისკენ კატეგორიულად მოუწოდებს. მისი შესრულება კი ქვეყანას წევრობის გამო ევალება. 

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები