“მოსაზრებების ძირითადი ჩარჩო მზად არის“ - პრეზიდენტთან ოპოზიციის და მესამე სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა

24.12.24 19:27
“მოსაზრებების ძირითადი ჩარჩო მზად არის“ - პრეზიდენტთან ოპოზიციის და მესამე სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა

პრეზიდენტთან ოპოზიციის და მესამე სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა, როგორც შეხვედრის შემდეგ “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, “მიმდინარეობს მუშაობა იმ პრინციპულ საკითხებზე, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს.“

ცქიტიშვილის თქმით, მოსაზრებების ძირითადი ჩარჩო მზად არის.

“ჩვენთვის ჩარჩო ერთია- ხელახალი არჩევნების დანიშვნა უნდა მოხდეს ხელისუფლებაზე „შიდა და გარე ზეწოლით“, - ამბობს ცქიტიშვილი.

მიმდინარეობს მუშაობა. ამ ეტაპზე ბევრ სიახლეს ვერ გეტყვით, მიმდინარეობს მუშაობა და ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ პრინციპული საკითხები იყოს შეთანხმებული იმისთვის, რომ ქვეყანა 29 დეკემბრამდე, თუკი ხელისუფლება გონიერებას გამოიჩენს და მოლაპარაკებებზე მოვა, ჩვენ მზად უნდა გვქონდეს ხედვები, რომელიც არის ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის.

ამ მოსაზრებების ძირითადი ნაწილი მზად არის, რა თქმა უნდა, განსხვავებული მოსაზრებები არის მცირე საკითხებში. თუმცა არავის გვაქვს მოლოდინი, რომ გონიერებას გამოიჩენს ხელისუფლება, ამიტომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ 29 დეკემბრის მერეც გვქონდეს ნაბიჯები, რათა მზად ვიყოთ გაღრმავებული კრიზისისთვის, რომელიც მოსალოდნელია“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

პრეზიდენტთან შეხვედრაზე პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ. შეხვედრა რამდენიმე საათი მიმდინარეობდა.

 

მსგავსი სიახლეები