მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ 29 დეკემბრიდან კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნას მიღებული - გვარამია
ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისათვის, რომ განსაკუთრებით 29 დეკემბრიდან კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნას მიღებული , - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ პრეზიდენტისა და ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
გვარამიას თქმით, “შეხვედრისას გამოიკვეთა კონტურები ერთიან ფორმატში გადაწყვეტილებების მიღების სტრუქტურირების და ფორმალიზაციის.“
“გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს როგორ საზოგადოების, ასევე პოლიტიკურმა ნაწილმა“, - განაცხადა გვარამიამ.
მე როგორც პოლიტიკოსი და კონსტიტუციონალისტი ისევ ამ აზრზე ვრჩები (პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნები). მე ვერ ვხედავ ანტიკონსტიტუციურობას ამ მიმართულებით, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ერთიანი გადაწყვეტილებაა მისაღები. დღეს გამოიკვეთა კონტურები ერთიან ფორმატში გადაწყვეტილებების მიღების სტრუქტურირების, ფორმალიზაციის, რითაც მე ძალიან კმაყოფილი ვარ. გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს როგორ საზოგადოების ნაწილმა, ასევე პოლიტიკურმა ნაწილმა. მთავარი ამ მიმართულებით არის ის, ვინც დარჩა ამ ქვეყანაში ლეგიტიმური საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ეს არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
პრეზიდენტთან შეხვედრაზე პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ. შეხვედრა რამდენიმე საათი მიმდინარეობდა.