როგორ უნდა აიძულოს ივანიშვილი ახალ არჩევნებს დათანხმდეს - რა გეგმა აქვს სალომე ზურაბიშვილს
საქართველოს პრეზიდენტთან თითქმის 3 საათიანი შეხვედრა დასრულდა. სალომე ზურაბიშვილმა პროდასავლურ ოპოზიციას, არასამთავრობო სექტორს და სამოქალაქო საზოგადოებას უმასპინძლა. განხილვის თემა ახალი არჩევნები იყო.
ვმსჯელობთ პრეზიდენტთან ერთად თუ როგორ გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები, რომ ახალი არჩევნები უზურუნველყოფილი იყოს. პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილთან დიალოგისთვის მზაობა განაცხადა, რათა მოხდეს შეთანხმება ახალა არჩევნებთან დაკავშირებით“, - ამბობს "ძლიერი საქართველოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.
პოლიტიკოსების ნაწილი საკუთარ ხედვებთან დაკავშირებით ღიად საუბრობს. ნიკა გვარამია პრიდაპირ ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მე -11 მოწვევის პარლამენტი უნდა დაითხოვოს და ახალი არჩევნები ჩანიშნოს.
მე როგორც პოლიტიკოსი და კონსტიტუციონალისტი ისევ ამ აზრზე ვრჩები (პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნები). მე ვერ ვხედავ ანტიკონსტიტუციურობას ამ მიმართულებით, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ერთიანი გადაწყვეტილებაა მისაღები. დღეს გამოიკვეთა კონტურები ერთიან ფორმატში გადაწყვეტილებების მიღების სტრუქტურირების, ფორმალიზაციის, რითაც მე ძალიან კმაყოფილი ვარ. გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს როგორ საზოგადოების ნაწილმა, ასევე პოლიტიკურმა ნაწილმა. მთავარი ამ მიმართულებით არის ის, ვინც დარჩა ამ ქვეყანაში ლეგიტიმური საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ეს არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ჩნდება განცდა, რომ ოპოზიცია გეგმის ყველა კარტს არ ხსნის. ცნობილია, რომ კონსულტაციები ათონელის სასახლეში კიდევ გაგრძელდება.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას ჩართვაში.