სალომე ზურაბიშვილს დაჭერის მუქარით და ტიტუშკებით ვერ შეაშინებენ - დავით გამყრელიძე
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, დავით გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ “ოცნება“ საკუთარი მუქარის შესრულებას შეეცდება, პრეზიდენტის დაჭერასთან დაკავშირებით, თუმცა ამბობს, რომ ამ მუქარებით ზურაბიშვილს ვერ შეაშინებენ.
გამყრელიძე დარმწუნებულია, რომ მსგავსი მუქარები კვლავ გაგრძელდება, რადგან სწორედ ამას ემსახურებოდა დაჩაქრებული წესით კანონის მიღება, დაცვის მოხსნასთან დაკავშირებით.
არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ კარგად ვიცნობ სალომე ზურაბიშვილს და მას დაჭერის მუქარით და ტიტუშკებით ვერ შეაშინებენ. დარწმუნებული ვარ, იქნება ასეთი მუქარები, ამისთვისაც მოუხსნეს დაცვა, დაჩქარებული წესით შეცვალეს კანონი, იმისთვის, რომ მას გარეთ გამოსვლის და აქტიურობის პრობლემა ჰქონდეს. თუ ვერ გაიცნეს კარგად, შემიძლია დავარწმუნო, რომ ამით ისინი ვერ გააჩერებენ, მის გვერდით იქნება ხალხი. “ოცნებამ“ და კობახიძემ კარგად დაინახა კვირას, როდესაც პრეზიდენტმა სიტყვით მიმართვა გადაწყვიტა, რა რადოენობის ხალხი გამოვიდა მის მოსასამენად.
ამ ხალხთან ერთად აუცილებლად მიაღწევს ის წარმატებას და ყველა წერთად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა გამყრელიძემ გადაცემა „რეაქციაში“.