აშშ-მ და მსოფლიოს დემოკრატიულმა ნაწილმა უნდა მიიღონ ზომები, რათა უზრუნველყონ საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება - ჰელსინკის კომისია
აშშ-ის ჰელსინკის კომისია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ “ახლა დროა აშშ-მ და მსოფლიოს დემოკრატიულმა ნაწილმა მიიღონ ზომები, რათა უზრუნველყონ საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება“.
“კონგრესის ორპარტიული წევრები დგანან მათ გვერდით“, - წერია განცხადებაში.
ქართველები ჩართულნი არიან თავიანთი ქვეყნის დემოკრატიისთვის, სუვერენიტეტისა და ევროპული მომავლისთვის ეგზისტენციალურ ბრძოლაში. კონგრესის ორპარტიული წევრები დგანან მათ გვერდით.
ახლა დროა აშშ-მ და მსოფლიოს დემოკრატიულმა ნაწილმა მიიღონ ზომები, რათა უზრუნველყონ საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება“, - ვკითხულობთ განცხადებაში.