იურიდიული სიმახინჯეა - ირაკლი კობახიძე პროკურორის არჩევის წესზე
,,ქართული ოცნება" თავისივე ინიცირებული კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებს, მმართველი გუნდი აცხადებს, რომ აღნიშნული ცვლილების მიღებას მათ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი ავალებდა, მაგრამ რადგან ეს შეთანხმება ანულირებულია, პრობლემაც მოხსნილია.
,,ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, აცხადებს, რომ პროკურორის არჩევის წესში ცვლილება იურიდიული ნონსენსია და ქვეყანაში დემოკრატიულ ინსტიტუტების განვითარებას ხელს არ შეუწყობს.
ისევ 76 ხმით აირჩევა გენპროკურორი ამ ცვლილების თანახმად. ამ კუთხით არაფერი იცვლება. ეს ცვლილება იურიდიული სიმახინჯეა, არც ოპოზიციას აძლიერებს, ინსტიტუტებს ასუსტებს და იურიდიული ნონსენსია. აქედან გამომდინარე, არავითარი რაციონალური საფუძველი მის მიღებას არა აქვს. - ამბობს ირაკლი კობახიძე.
საპარლამენტო უმრავლესობის სკეპტიკური პოზიციის მიუხედავად, ოპოზიცია კანონპროექტს მხარს მაინც დაუჭერს, რადგან მათთვის მნიშვნელოვანია არა მარტო პროკურორის არჩევის წესი, არამნედ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ბარიერის დაწევისა და ფრაქციის დაკომპლექტების საკითხის ცვლილებაა.