"გამლახეს ჩვეულებრივად" - ოზურგეთის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირებაა
ამ წუთებში, ოზურგეთის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირებაა. ოპოზიციონერ დეპუტატ თათია ნიკოლაიშვილს სურდა მერისთვის, ავთანდილ თალაკვაძისთვის გადაეცა თბილისში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პოლიციის მიერ ნაცემი დემონსტრანტების ფოტოები - დაპირისპირება ამ ქმედებას მოჰყვა. ოპოზიციონერ დეპუტატს დაცვის სამსახურის თანამშრომლები გადაღობნენ და ფოტოები გამოსტაცეს ხელიდან.
გამლახეს ჩვეულებრივად - ამბობს საკრებულოს ერთ-ერთი ოპოზოციონერი წევრი.
ესენი არიან ჯალათები, ზონდერებად გადაქცეული ხალხია, ხელფასს ამისთვის უმატებენ, რომ ეს გააკეთონ"- ამბობს საკრებულოს ოპოციონერი წევრი.
"პირველების" კორესპონდენტის თქმით, ნაცემია "ტვ პირველის" ოპერატორიც. ადგილზე მივიდა პოლიციაც.
ოზურგეთის საკრებულოში საკრებულოს დღეს ხელფასების გაზრდაზე უნდა ემსჯელათ.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" დეპუტატებს სხდომაზე შესვლა დღეს სირცხვილის დერეფნის გავლით და ნაწამები ხალხის ფოტების ფონზე მოუწიათ.