კიდევ ერთი ვერდიქტი, რომ "ოცნების" არჩევნებს არავინ აღიარებს - გეგელია PACE-ის ანგარიშზე

25.12.24 13:35
კიდევ ერთი ვერდიქტი, რომ "ოცნების" არჩევნებს არავინ აღიარებს - გეგელია PACE-ის ანგარიშზე

კიდევ ერთი ვერდიქტი იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს არავინ მსოფლიოში, - ასე ეხმიანება კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მოწოდებები ახალი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით კვლავაც გაგრძელდება. 

კიდევ ერთი ვერდიქტი იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს არავინ მსოფლიოში. როგორც ეუთო-ოდირმა, ასევე IRI-მ და ახლა უკვე PACE-მა ერთახმად თქვეს, რომ ამ ქვეყანაში 26 ოქტომბერს არჩევნები არ ჩატარებულა. ძალიან მკაფიოდ გაგრძელდება საქართველოს ე.წ. ხელისუფლების არღიარების პოლიტიკა, გაგრძელდება სანქციები და რა თქმა უნდა, გაგძელდება მოწოდებები ახალი არჩევნების აუცილებლობასთან დაკავშრებით, - ამბობს გრიგოლ გეგელია.

 PACE-ს სადამკვირვებლო მისიის მომხსენებლის შეფასებით, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გამოირჩეოდა პოლიტიკური და მედია გარემოს მაღალი პოლარიზებით, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ სიძულვილის ენით და ღრმა ანტაგონიზმით. დელეგაცია განსაკუთრებით შეშფოთებულია ორგანიზებული დაშინების ფართოდ გავრცელებული პრაქტიკით, განსაკუთრებით სოფლად და მმართველი პარტიის საჯარო განცხადებებით ძირითადი ოპოზიციის აკრძალვაზე.

ანგარიშში, სხვადასხვა საარჩევნო დარღვევების გარდა, საუბარია უშუალოდ PACE-ს სადამკვირვებლო მისიის მანქანაზე თავდასხმაზე.

კერძოდ შედეგების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენა ისეთმა საკითხებმა, როგორიცაა.

  • კენჭისყრის ფარულობის დარღვევა, რაც დაფიქსირდა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ მონახულებული საარჩევნო უბნების თითქმის მეოთხედში;
  • სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიზება;
  • ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება მმართველი პარტიის სასარგებლოდ;
  • ფართოდ გავრცელებული დაშინება და ზეწოლა აქტივისტებსა და ამომრჩევლებზე;
  • „დიდი ძმა გითვალთვალებს“ ატმოსფერო საარჩევნო უბნებზე, რაც გამოიხატა მმართველი პარტიის მიერ კამერების დამონტაჟებაში;
  • დემოკრატიული უკანდახევა ბოლოდროინდელი კანონმდებლობებით.
  • PACE-ს დელეგაცია კატეგორიულად მოუწოდებს ხელისუფლებას, მოაგვაროს აღნიშნული საკითხები, რადგან მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ საარჩევნო პროცესებში ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობისთვის.