ხმაური ხაშურში - საახალწლო ნაძვის ხესთან მოქალაქეები ნაწამები ადამიანების ფოტოებით მივიდნენ
იმიტირებული ზეიმი ხაშურში - საახალწლო ღონისძიება ქალაქში აქციის პარალელურად მიმდინარეობს. საახლაწლო ნაძვი ხესთან მისულ "ოცნების" წარმომადგენლებს ხალხი დარბეული და ნაცემი მოქალაქეების ფოტოებით დახვდნენ, თუმცა დაცვის სამსახურმა შეკრებილების განეიტრალების სპეცოპერაცია დაიწყო. ფაქტს ხმაური მოჰყვა. აქციის მონაწილეებს სურდათ, სცენაზე ასულიყვნენ და მოქალაქეებისთვის იქიდან მიემართათ, რაცა მერიის თანამშრომლებსა და მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა.
რეჟიმმა სამშობლოს სიყვარულისთვის სცემა უამრავი ადამიანი, იჭერენ და მათი ხმების ჩახშობას აპირებენ. თქვენ უნდა იცოდეთ, რო თითოეული თქვენგანი იმსახურებს იმაზე მეტს, ვიდრე ახლა ხართ. ინფრასტუირა, სანიაღვრე არხები, კანალიზაცია განადგურებულია, - ამბობდნენ აქციის მონაწილეები.
თავის მხრივ, "ოცნების" წარმომადგენლებმა, რომლებიც "ძალადობას ყველა მხრიდან" გმობენ, პროტესტის მონაწილეებს "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის წლები შეახსენეს.
სად იყავი 2012-ში, როცა აწამებდნენ?
აქციის მონაწილეები პირდაპირ ამბობენ, რომ ქვეყანააში არსებული პოლიტიკური კრიზისი ფონზე, არავის ეზეიმება.