მოდით, კიდევ ერთხელ გადავიაზროთ ენმ-ს მიერ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის კომიკურობა - ნინო წილოსანი
"მოდით, კიდევ ერთხელ გადავიაზროთ ენმ-ს მიერ მიშელის დოკუმენტზე 4 თვის თავზე ხელმოწერის კომიკურობა", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე ისაუბრა. წილოსანის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დოკუმენტზე ხელმოწერა სასაცილო და მავნებლური საქციელია.
მოდით, კიდევ ერთხელ გადავიაზროთ ენმ-ს მიერ მიშელის დოკუმენტზე 4 თვის თავზე ხელმოწერის კომიკურობა და თუ უფრო დიდ სურათში შევხედავთ, მავნებლობაც, რაც არაერთხელ და უკვე საბოლოოდ ანიჭებს ამ პარტიას დამაზიანებელი და ნეგატიური პოლიტიკური აქტორის როლს. 2020 წლის არჩევებში დამარცხებიან, როცა ოპოზიცია, ენმ-ს ხელმძღვანელობით სასოწარკვეთილებისგან პარალელურ სამყაროში გადავარდა, ჯერ აპელირებდნენ გაყალბებული არჩევნებით, შემდეგ მუდმივად ცდილობდნენ საბოტაჟი მოეხდინათ სახელმწიფოს მიმართ, მაშინაც კი როცა საერთაშორისო პარტნიორების მონაიწლეობით და მმართველი პარტიის ძალისხმევით მოიძებნა ადგილი კონსესუსისთვის, ენმ თავის სტილში, არ შემოუერთდა ამ დოკუმენტს და ყველაფერს აკეთებდა,რომ დოკუმენტს თავისი მისია დაეკარგა. ისინი მუდმივ რეჟიმსი ახორციელებდნენ დექსტრუქციას, 4 თვის თავზე კი როცა დოკუმენტმა ამოწურა თავისი თავი, სასაცილო და კომიკურია ენმ-ს მხრიდან ხლემოწერა", - თქვა წილოსანმა.