საქართველოს ქალები ვითხოვთ არჩევნებს! - ქალების მარში თბილისში

25.12.24 18:12
საქართველოს ქალები ვითხოვთ არჩევნებს! - ქალების მარში თბილისში

პროტესტის 28-ე დღე - დედაქალაქში “ქალების მარში” მიმდინარეობს - აქციის მონაწილეები ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით გადადგილდებიან. 

 “საქართველო, საქართველო!”, "ახალი არჩევნები!"

 “საქართველოს ქალები ვითხოვთ არჩევნებს!”, “ქალებს ხმა აქვთ, მოუსმინეთ!” - წერია ბანერებზე, რომელიც ქალებმა გაშალეს. 

თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე საპროტესტო მსვლელობები იმართება, საღამოს 20:00 საათიდან კი შეკრების ადგილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაა.