გახარია: "არალეგიტიმური ხელისუფლება ჩამოყალიბდა რეჟიმად"
"არალეგიტიმური ხელისუფლება ჩამოყალიბდა რეჟიმად" - ამის შესახებ განცხადება "ტვ პირველის" ეთერში პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ გააკეთა.
მისი შეფასებით, არჩევნების გაყალბების შემდეგ, პირველ ეტაპზე საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლება ჰყავდა, რომელიც ყოველგვარი კონსტიტუციური ჩარჩოდან გავიდა, მოქალაქეებზე ფიზიკურად იძალადა, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩერა და დასანქცირებული მაღალჩინოსნები დააწინაურა.
ყოფილი პრემიერის განმარტებით, ყოველივე ზემოთ აღნიშნულმა მმართველი პარტია დე ფაქტო ძალიდან რეჟიმად იქცა:
არალეგიტიმური ხელისუფლება ჩამოყალიბდა რეჟიმად. ესეც იმ ახალგაზრდების დამსახურებაა, რომლებიც უკანონო პატიმრობაში არიან. მიშა სააკაშვილის დამსახურება კი არ არის, რომელიც ტლიკინებს იმედით და თავს ახსენებს პოლიტიკურად. ჩვეულებრივი სასარგებლო იდიოტი გახდა ბიძინა ივანიშვილისთვის. ათას სისულელეს ტლიკინებს. ცდილობს, დააზიანოს ის პროცესი, რომელიც ქუჩაშია. სააკაშვილი გაგვიქოცდა. მთავარი არის ის, რომ არალეგიტიმური ხელისუფლებიდან მივიღეთ რეჟიმი. როდესაც არჩევნები გააყალბეს და არალეგიტიმური ხელისუფლება გვყავდა, კონსტიტუციის ჩარჩოდან გავიდნენ და მოიწვიეს პირველი სხდომა. ამის შემდეგ, იძალადეს ფიზიკურად, გააჩერეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, დასანქცირების შემდეგ თქვეს, რომ ის, ვინც დაასანქცირეს, ჩვენ მათ დავაწინაურებთ", - ამბობს გიორგი გახარია.