ვაშაძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნა, არალეგიტიმური პარლამენტის დათხოვნა - ყველა შემოთავაზებისკენ ვიხრები

25.12.24 20:20
ვაშაძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნა, არალეგიტიმური პარლამენტის დათხოვნა - ყველა შემოთავაზებისკენ ვიხრები

ათონელის რეზიდენციაში პრეზიდენტთან აუდიენციის დაწყებამდე, "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მედიასთან განაცხადა, რომ ხელახალი არჩევნებისა და არალეგიტიმური პარლამენტის დათხოვნასთან დაკავშირებული შემოთავეზების მომხრეა. 

როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა კამერების წინ თქვა, "სახეზეა საკონსტიტუციო გადატრიალება, კანონგარეშე მოქმედი თვითმარქვია ხელისუფლება".

სახეზეა საკონსტიტუციო გადატრიალება, კანონგარეშე მოქმედი თვითმარქვია ხელისუფლება, ძალა, რომელიც ხელისუფლება არ არის, ეს არის ხუნტა და მოკალათებულია სავარძლებში. მე პირადად, ყველა გადაწყვეტილებაზე, რასაც მხარს დაუჭერს ხალხი, მზად ვარ ვიტვირთო პასუხისმგებლობა, ამ გადაწყვეტილებების შესრულებაზე. მე ვუჭერ მხარს, რაც უფრო მეტად ხისტი იქნება ჩვენი მხრიდან პოზიციები და გადაწყვეტილებები, ყველა შემოთავაზებისკენ ვიხრები. თუნდაც არჩევნების დანიშვნა, დათხოვნა, საერთო პოზიციები იქნება. ჩვენ ახლა რაც შეიძლება მკვეთრი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ", - ამბობს გიორგი ვაშაძე.

შეგახსენებთ, ამ წუთებში ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ხვდება. შეხვედრის მთავარი მიზანი ახალ არჩევნებზე მსჯელობაა.