პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლა არ არის - გვარამია

25.12.24 20:16
პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლა არ არის - გვარამია

"როგორც კონსტიტუციონალისტი, დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა არ წარმოადგენს კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლას" -ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერმა, ნიკა გვარამიამ პრეზიდენტთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

გვარამიას თქმით, ყველაზე ეფექტური გზა სიტუაციის გამოსასწორებლად არალეგიტიმური პარლამენტის დათხოვნა და ახალი არჩევნების დანიშვნაა.

ღრმად დარწმუნებული ვარ, როგორც პოლიტიკოსი და როგორც კონსტიტუციონალისტიც, რომ პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა არ წარმოადგენს კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლას. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ყველაზე რელევანტური გადაწყვეტილება სიტუაციის გამოსასწორებლად, რომელიც იმავდროულად იქნება კონსტიტუციის შესაბამისი. რასაც ''ქართული ოცნება“ აკეთებს, ეს არც პოლიტიკურ გადაწყვეტილებაა და არც სამართლებრივი გადაწყვეტილებაა, ეს უბრალოდ გადატრიალებაა'', - განაცხდა ნიკა გვარამიამ. 

შეგახსენებთ, ამ წუთებში ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ხვდება. შეხვედრის მთავარი მიზანი ახალ არჩევნებზე მსჯელობაა.