დიდი ჯახი გრძელდება - ვინ არიან ბანდის წევრები, ვინც ფიტნეს დარბაზში შეიჭრნენ, ხალხს მობილურები წაართვეს და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

რა ხდება სპორტულ დარბაზში ნიღბიანი პირების შეჭრის მომენტში? - "პირველთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში, მოქალაქე დეტალურად აღწერს, რა მოხდა "ასპრიაში". ირკვევა, რომ 50-ზე მეტი ნიღბიანი დარბაზში მოულოდნელად შევარდა, ხალხს მობილური ტელეფონების გამოყენებას უკრძალავდა, ეძებდნენ გიორგი უბილავას. ნიღბიანებმა დააკავეს ორივე სავარჯიშო დარბაზი, ერთ-ერთ მოქალაქეს, კი რომელიც სიკვდილის ბრიგადების შეჭრის გადაღებას ცდილობდა, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
"პირველების" ინფორმაციით, "ასპრიას" ორივე სართული "ხარებას" რაზმის წევრებით იყო გადავსებული, სავარჯიშოდ მისულ ხალხს ჩამოართვეს ტელეფონები და გიორგი უბილავას ყველა ოთახში ძებნის დროს მოქალაქეების ნაწილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ამ დროს სპორტ დარბაზის დაცვამ ხარებას რაზმის დანაშაულის დაფარვის მიზნით ჯერ ინციდენტი საჯაროდ უარყო შემდეგ კი ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს გაუსწორდა.
"პირველების" ინფორმაციით, დაახლოებით 100-მდე ადამიანი გუშინ საღამოს ფინტეს დარბაზში კონკრეტულ პირს, რეჟიმის ერთ-ერთ ზონდერს, გიორგი უბილავას ეძებდა და მისი მისამართით იგინებოდა და იმუქრებოდა.
გიორგი უბილავას სიკვდილის ბრიგადები თბილისში მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ. "ხარებას" რაზმი სპორტდარბაზში შესვლამდე რესტორან "თავადურის" მახლობლად მდებარე პარკინგზე იყო დაბანაკებული, საიდანაც მუშთაიდის პარკის გავლით "ასპრიაში" შეიჭრნენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ აქ ელოდებოდა მანქანით საკუთარი რაზმის წევრებს ზვიად ხარაზიშვილი.
ვინ არის გიორგი უბილავა?
- ის არის "ოცნების" ერთ-ერთი დასაყრდენი, ქვემო ქართლის გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის დაჯგუფების წევრი. მისი სახელი ბევრ საქმეში ფიგურირებს. გავრცელებული ინფორმაციით,ის იყო ერთ-ერთი თავდამსხმელი აქციის მშვიდობიან დემონსტრანტებზე, საუბარია აპრილის მოვლენებზე, როდესაც გმირთა მოედანზე შენიღბული პირები სასტიკად გაუსწორდნენ ახალგაზრდებს. უბილავა არის ასევე მერიის სპორტსმენების დასაქქმების პროგრამაში და ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 500 ლარს იღებს.
ასპრიაში მომხდარი შემთხვევის შემდგ, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გდდ-ს შეფსა და ქვემო ქართლის გუბერნატორს შორის არსებული ჯახი ვერ განიმუხტა, მიუხედავად იმისა, რომ ამაში "ოცნების" მთელი ლიდერშიფი იყო ჩართული და თვეების შემდეგ ასე ქუჩა-ქუჩა ეძებენ შინჯიკაშვილის ერთ-ერთ დასაყრდენს, გიორგი უბილავას.