კაცების შემდეგ "ოცნებამ" ქალებიც, ტიტუშკებად აქცია - იდენტიფიცირებულია ყველა, ვინც რეჟიმს ძალადობით იცავს
კალაძის "ტიტუშკები" თბილისში - "ტვ პირველის" მიერ 24 დეკემბერს საღამოს ორბელიანის მოედანზე გადაღებული ექსკლუზიური კადრებით დგინდება, რომ "ტიტუშკების" ჯგუფი ადგილზე კახა კალაძის მოსვლამდე ნახევარი საათით ადრე იკრიბება.
კადრებში ჩანს, გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესო კალაძეც.
დედაქალაქის მერმა ზეიმის იმიტაციისთვის ორბელიანზე მიიყვანა მამაკაცი ტიტუშკების ცნობილი ჯგუფი, რომელმაც თავი პლედებში დამალვით დაგვამახსოვრდა. მას შემდეგ რაც პლედებგადაფარებული "ტიტუშკების" ერთ-ერთი წევრი, თედო ბიტბუინოვი გავშიფრეთ ადგილზე გამოჩნდნენ ამავე ჯგუფის სხვა წევრებიც, მათ შორის საბა გორგაძე, ისიც იმ ჯგუფიდანაა პრეზიდენტის თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლის დროს, სასტუმროს სახურავზე დამალული პრეზიდენტის მიმართვის ჩაშლას რომ სახეში ლაზერის მინათებით ცდილობდა. როგორც კი თავდამსხმელები მიხვდნენ რომ "ტიტუშკების" ჯგუფი გაიშიფრა აგრესიაზე გადმოვიდნენ.
ქალი, რომელიც "ტიტუშკა" კაცების ჯგუფს ესარჩლება მარიამ სუხიშვილია, ჩუღურეთის მეცხრე საარჩევნო უბნის თავმჯდომარე, ის რიმა ბერაძის დაჯგუფების წევრია. მარიამ სუხიშვილი გუშინ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა ის "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა სუხიშვილი ხალს ქუჩაში თავს ესხმის.
კახი კალაძე და მისი მხარდამჭერი "ტიტუშკები" პრეზიდენტის სასახლესთან მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში საახალწლო სოფელი დაცლილი იყო. მათ შორის ზეიმის იმიტაციისთვის ადგილზე მიიყვანეს ,,ქართული ოცნების'' გამორჩეული "ტიტუშკა" - ნიკოლოზ მელიქიშვილი, მან თავი ჯერ სტუდენტების ცემით დაგვამახსოვრა ახლა კი კალაძემ მერიის მუნიციპალურ სამსახურში დაასაქმა.
რეჟიმის ყველა "ტიტუშკა" იდენტიფიცირებულია, თუმცა ისინი ხელშეუხებლობით სარგებლობენ.