კობახიძეს "ოცნების" მხარდამჭერი ბიზნესმენებიც უპირისპირდებიან - რა მოხდა დახურულ კარს მიღმა 4 საათიან შეხვედრაზე
ირაკლი კობახიძეს "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ბიზნესმენებიც კი უპირისპირდებიან. რა მოხდა დახურულ კარს მიღმა 4 საათიან შეხვედრაზე მთავრობის ადმინისტრაციაში?
პირველების ინფორმაციით, კობახიძეს ივანიშვილის გარემოცვის ბიზნეს ელიტაც დაუპირისპირდა და ოლიგარქთან დაახლოებულმა ერთ-ერთმა ბიზნესმენმა კობახიძეს "არათანმიმდევრული" და "არაკომპეტენტური" ეძახა. ბიზნესი კობახიძეს სთხოვდა პასუხს კრიზისის გამო, თუმცა საჯაროდ ეს დამალეს.
მას შემდეგ რაც "ტვ პირველმა" შიდა შეხვედრის დეტალები გაასაჯაროვა, ირაკლი რუხაძემ, რომელიც სამთავრობო პროპაგანდისტული არხის მფლობელია, დაადასტურა რომ ერთ-ერთი ის იყო ვინც კობახიძე გააკრიტიკა. რუხაძე, რომელიც ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენია, პირდაპირ ამბობს რომ ქვეყანა კობახიძის შეცდომებს იმკის.