დიდი ჩხუბი ოზურგეთის საკრებულოში

25.12.24 21:41
დიდი ჩხუბი ოზურგეთის საკრებულოში

დიდი ჩხუბი ოზურგეთის საკრებულოში - "ქართული ოცნების" დეპუტატები დღეს ქუჩის ტიტუშკებისგან არაფრით განსხვავდებოდნენ. ურტყამდნენ ოპონენტებს და ჟურნალისტებს, მათ შორის ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ ქალებს. რეჟიმის მსახურები წყობიდან მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც ჯერ ოპოზიციის სირცხვილის დერეფანი გაიარეს, შემდეგ კი მათ აქციების დროს ნაწამები ხალხის ფოტოები დაურიგეს.  

დეპუტატების ცემის შემდეგ კი მედიის ჯერი დადგა. წიხლებს ურტყამდნენ ოპერატორებს, ემუქრებოდნენ აპარატურის დალეწვით. ფიზიკურად იძალადეს ტვ პირველი გადამღებ ჯგუფზეც. განსაკუთრებული აგრესიით ჟურნალისტების მიმართ მეოცნებე დეპუტატი ნუგზარ სარჯველაძე გამოირჩეოდა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი კრიზისის ფონზე ოზურგეთის საკრებულო დღეს ხელფასების გასაზრდელად შეიკრიბა.

ჩხუბი ოზურგეთის საკრებულოში - მარიამ მაკასარაშვილი დეტალებით