"პირველების" ინტერვიუ პატიმრის ოჯახთან, რომელსაც სპეცრაზმელები ლისის ტბაზე ცოცხლად დამარხვით ემუქრებოდნენ

25.12.24 21:44
"პირველების" ინტერვიუ პატიმრის ოჯახთან, რომელსაც სპეცრაზმელები ლისის ტბაზე ცოცხლად  დამარხვით ემუქრებოდნენ

ნაწამები პატიმრები ციხეში მრავალი წლით, მოძალადე პოლიციელები კი თავისუფლებაზე. "პირველების" ინტერვიუ პატიმრის ოჯახთან, რომელსაც სპეცრაზმელები ლისის ტბაზე ცოცხლად  დამარხვით ემუქრებოდნენ. ამის მიუხედავად რევაზ კიკნაძეს 6 წლიანი მუხლი წაუყენეს. გაყალბებული დაკავების ოქმებით და ცრუ მოწმეებით ახლა ნოემბრის აქციების მონაწილე კლანის მოსამართლეების ვერდიქტს ელოდება. 

სინდისის პატიმრების ისტორიები ერთმანეთზე მძიმეა. სახეზეა პოლიტიკური შურისძიება და ხელოვნურად გაჭიანურებული საქმეები, მხოლოდ იმიტომ, რომ რომ პრეზიდენტმა 29 დეკემბრამდე ვერ შეძლოს სინდისის პატიმრების შეწყალება. ახალგაზრდა იურისტების საგანგაშო დასკვნაში 50- მდე პირის საქმე მოხვდა. მათგან 38 სისხლიანი  ნოემბრის დროს დაკავებული აქციების მონაწილეა.