"უნდა შეიქმნას აღმასრულებელი საბჭო პრეზიდენტის ხელმძღვანელობით" - ხაზარაძე

25.12.24 22:26
"უნდა შეიქმნას აღმასრულებელი საბჭო პრეზიდენტის ხელმძღვანელობით" - ხაზარაძე

ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ საჭიროა, პრეზიდენტის ხელმძღვანელობით აღმასრულებელი საბჭო შეიქმნას, რომელსაც პოლიტიკური პროცესების მართვის ფუნქცია ექნება.

მამუკა ხაზარაძის განმარტებით, საბჭო ყველა იმ ოპოზიციური პარტიით უნდა დაკომპლექტდეს, რომელმაც 26 ოქტომბრის არჩევნებში ბარიერი გადალახა. 

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერის შეფასებით, საბჭოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ივანიშვილის რეჟიმის სრულად ჩამოშლასა და ხელახალი არჩევნების დანიშვნას უნდა ემსახურებოდეს. 

ჩვენ დიდი ხანია ვლობირებთ იმ პროცესს, რომ შეიქმნას პოლიტიკური ცენტრი ამ პარტიების მონაწილეობით. ჩვენ, შეხვედრა გავაკეთეთ დიდ ფორმატში და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია შეხვედრა გაკეთდეს პატარა ფორმატში, უფრო აღმასრულებელი საბჭო შეიქმნას პრეზიდენტის ჩართულობით და მისი ხელმძღვანელობით.
საბჭოს ექნება პოლიტიკური პროცესების მართვის ფუნქცია, პრეზიდენტთან ერთად, როგორც შიგნით ისევე საგარეო მიმართულებით. სამუშაო ძალიან ბევრია, იმ აქტორებთან, რომელიც წარმოადგენს ძალიან ფართო სპექტრს. ჩვენ ვნახეთ, რომ არ დარჩენილა პროფესია და ასაკი, რომ არ ყოფილიყოს და არ იყოს ამ ასაკში. ეს მიდის სპონტანურად, აქ არ იგულისმბა, რომ პოლიტიკურმა პარტიამ აიღოს ორგანიზატორობა ეს არ არის საჭირო. უნიკალობა ამ პროტესტის მდგომარეობს, რომ ეს არის სპონტანური'', ამბობს მამუკა ხაზარაძე .