მკაფიოდ უნდა იცოდეს ყველამ, სალომე ზურაბიშვილი არის ერთადერთი ლეგიტიმური ფიგურა და ინსტიტუცია - ხაზარაძე
"ქართული ოცნების" დასმულ პრეზიდენტ ყაველაშვილს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ლეგიტიმაციას არ ანიჭებს და "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი ლეგიტიმური ფიგურაა.
მამუკა ხაზარაძე დემოკრატიული სამყაროს მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც იმოწმებს და აცხადებს, რომ ქვეყნის მოქმედი უმაღლეს მთავარსარდლის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით დასავლეთიც ამავე აზრზეა.
მკაფიოდ უნდა იცოდეს ყველამ, სალომე ზურაბიშვილი არის ერთადერთი ლეგიტიმური ფიგურა და ინსტიტუცია და ეს არ არის ჩემი განცხადება, ამას ადასტურებს დემოკრატიული სამყარო და ის დასკვნები, რომელმაც არ აღიარა ეს მიტაცებული არჩევნები. IRI დასკვნა წაიკითხეთ, ან ეუთო/ოდირის. ჩვენთან მხოლოდ სათაურებს კითხულობენ და შინაარსებს არ კითხულობს უმეტესობა, ამიტომ მერე ექცევიან ისეთი პროპაგანდისტული ნარატივების ქვეშ, რომლითაც ცდილობენ, ადამიანებს ტვინი გამოურეცხონ.
მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ საქართველოში არჩევნები არ ჩატარდა და უფრო მეტს გეტყვით. მე მინდა გავახსენო ჩვენს საზოგადოებას, არჩევნების მერე ე.წ. პრემიერმა გაწყვიტა ე.წ. მთავრობის სახელით ევროპასთან მოლაპარაკებები, ამის მერე შეერთებულმა შტატებმა შეწყვიტა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოში'', ამბობს მამუკა ხაზარაძე.